ჩვენს შესახებ

თქვენი საუკეთესო არჩევანი

დაარსების დღიდან იურიდიული კომპანია FLS full legal service  განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე. კომპანია გამოირჩევა იურიდიული ეტიკეტის და ბიზნეს ეთიკის დაცვით, გუნდურობით, ეფექტურობით, კლიენტებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით.  

ფირმის იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ძლიერი საფუძვლებით ეროვნულ სამართალში. სამართლებრივი და აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, იურიდიული კომპანია   დაინტერესებულ პირებს  სთავაზობს პროფესიონალურ  მომსახურებას.

იურიდიული კომპანია FLS  კლიენტებს სთავაზობს იურიდულ დახმარებასა და კონსულტაციას. ჩვენი მომსახურების ფარგლებში შედის წარმომადგენლობითი მომსახურება სამივე ინსტანციის სასამართლო ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მოლაპარაკებების წარმოება, აგრეთვე თქვენი უფლებების რეალიზაცა, დაცვის უზრუნველყოფა და სრული სამართლებრივი მხარდაჭერა.

ბიზნესისათვის იურიდიული მომსახურების გაწევისას, FLS  ეძებს კლიენტებისთვის ყველაზე პრაქტიკულ და კომერციულად მომგებიან ბიზნეს გადაწყვეტილებებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ იურიდიული რჩევებით. კომპანიის თითოეული კლიენტი იღებს ჩვენი გუნდის წევრ სწორედ იმ იურისტთა მომსახურებას, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით.

ჩვენი სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული რაც გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს არა მარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

საქართველოს საზღვრებს მიღმა მომსახურების გაწევისას, ჩვენს უპირატესობას ასევე წარმოადგენს, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები და პარტნიორი იურიდიული ფირმები ისრაელში, ევროპასა და ამერიკაში.