მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმებულმა იურიდიული განათლების მქონე თანამშრომლებმა გაიარეს ორთვიანი ტრენინგ-კურსი სახელშეკრულებო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
კურსი სპეციალურად საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საჭიროებებზე და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნებზე იყო მორგებული. კურსს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი, გიორგი სვანაძე და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია FLS მმართველი პარტნიორი, ლაშა ცერცვაძე უძღვებოდნენ.

თარიღი
2016-02-06 17:56:26