გადაცემის თემას წარმოადგენდა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზი, კანონში მოსალოდნელი ცვლილებები, მოქმედი კანონისა და კანონპროექტის შედარებითი ანალიზი, გარდა ზემოაღნიშნულისა კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა.
გადაცემაში საუბრისას ლაშა ცერცვაძემ აღნიშნა : "მნიშვნელოვანი ცვლილებები რაც განხორციელდება კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემდეგ შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა , მაგალითად, კომპანიიდან პარტნიორის გარიცხვა და კომპანიიდან პარტნიორის გასვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქმედ კანონში საერთოდ არაფერია მითითებული ,თუმცა სასამართლო პრაქტიკა ,ასე თუ ისე, არსებობდა. გარდა ამისა, კანონპროექტით შემოვიდა "საწარმოს დაშლა" სასამართლოს მიერ, რაც აქამდე საერთოდ არ ყოფილა კანონის არც ერთ რედაქციაში. ეს ყველა კომპონენტი არის უმცირესობაში მყოფი პარტნიორების დაცვის მექანიზმი. მნიშნელოვანია, რომ ის გაყინული მდგომარეობა, რომელიც დღეს გვქონდა პრაქტიკიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, იმას, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორების კონსტიტუციური უფლება,კერძოდ , საკუთრების უფლება ირღვეოდა . ფორმალურად მათ აქვთ საკუთრება ,რეგისტრირებულნი არიან სამეწარმეო რეესტრში მესაკუთრეებად ,მაგრამ ისინი ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებით, ვერ იღებენ დივიდენდს და ა.შ პრობლემას წარმოადგენს ის , რომ მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს უმცირესობაში მყოფი პარტნიორის დაცვის საშუალებებს, ამით შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობაში მყოფი პარტნიორები სარგებლობდნენ ბოროტად . სავსებით შესაძლებელია რომ პირი იყოს ძალიან კარგი კომპანიის 20%-ის მფლობელი და ვერ იღებდეს დივიდენდს,რაც ,თავისთავად, ცხადია, რომ არ არის კარგი. ამ მიმართულებით, სასამართლო პრაქტიკასაც გაუჭირდა , რომ ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი ნორმის არარსებობის გამო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემდეგ სასამართლო პრაქტიკასაც უფრო გაუადვილდება, რომ სწორად განვითარდეს".
გადაცემის სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე :
https://www.facebook.com/commersant.ge/videos/1551892405005398