არბიტრაჟი

არბიტრაჟი წარმოადგენს დავის ალტერნატიული მოგვარების საშუალებას, სადაც საქმეს განიხილავს არა საერთო სასამართლო, არამედ არბიტრი ან არბიტრთა შემადგენლობა მხარეთა შეთანხმებით. არბიტრაჟის მეშვეობით გარანტირებულია პროცესის სრული კონტროლირება, აგრეთვე მხარეთა თანაბარუფლებიანობა (მხარეთა მიერ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა). აღნიშნული პროცესი  იძლევა დავის სწრაფად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის შესაძლებლობას, შესაბამისი გადაწყვეტილება კი საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.

იურიდიული კომპანია FLS full legal service  გთავაზობთ წარმომადგენლობას არბიტრაჟში ისეთ დავებზე როგორიცაა:  საბანკო, ბიზნეს, სადაზღვევო,  ფინანსების, ინეტელექტუალური საკუთრების და სხვა.