მედიაცია

მედიაცია ეს არის დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც შესაძლებელს ხდის მხარეების მორიგებას სასამართლო პროცესის გარეშე. მედიაციის პროცესი ნებაყოფლობითი და არასავალდებულოა. პროფესიულად მომზადებული, ნეიტრალური და მიუკერძოებელი პიროვნება (მედიატორი) მხარეების თანხმობით და კონფიდენციალურობის დაცვით ეხმარება დამოუკიდებლად მოაგვარონ მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება. მედიატორი ასევე ეხმარება მხარეებს  პრობლემის  აღმოჩენასა და მათ მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავებაში.
 სასამართლო და საარბიტრაჟო პროცედურებისგან განსხვავებით მედიაციაში მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას საბოლოო შედეგზე - ყველასათვის მისაღებ შეთანხმებაზე.