საოჯახო სამართალი

იურიდიული კომპანია FLS full legal service -ის იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს  თქვენი უფლებების დაცვას, რომლებიც წარმოშობილია საოჯახო ურთიერთობის პროცესების წარმართვისას (მაგ.: საქორწინო კონტრაქტი, მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა, ერთ-ერთი მეუღლის უარი განქორწინებაზე და სხვა).  ჩვენ დაგეხმარებით ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორებიცაა ქორწინების შეწყვეტასთან (განქორწინებასთან) დაკავშირებული ძირითადი  დავები,  ქონების (თანასაკუთრების)  გაყოფა, განქორწინებული მშობლების შვილთან ურთიერთობის წესი, ალიმენტის ოდენობა და დაკისრება, ალიმენტის შემცირება, მშობლის უფლების ჩამორთმევა, მშობლის უფლების აღდგენა, შვილების და გაშვილების (ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება, გაშვილება) საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა და სხვა კანონმდებლობით გათვალისწონებული საკითხები.