წარმომადგენლობა სასამართლოში

იურიდიული კომპანია FLS full legal service  -ის იურისტთა გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს თქვენი ინტერესების დაცვა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ წარმომადგენლობას  როგორც სამოქალაქოსამართლებრივ, ასევე ადმინისტრაციულსამართლებრივ დავებზე. (მათ შორის საკორპორაციო, საბანკო, ბიზნეს, საგადასახადო, სააღსრულებო, აგრეთვე სახელშეკრულებო, სადაზღვევო,  ვალდებულებით, საოჯახო, მემკვიდრეობით, შრომისსამართლებრივ და სხვა დავებზე).  ჩვენ ვიცავთ თქვენს უფლებებს და გთავაზობთ  სარჩელის,  შესაგებლის, შეგებებული სარჩელის, განცხადების, შუამდგომლობის, კერძო, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის მომზადებას და მათ სამივე ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენას.