უმცროსი იურისტი

გიორგი ომიაძე

უმცროსი იურისტი

გიორგი ომიაძე

უმცროსი იურისტი

გიორგი ომიაძე

გიორგი ომიაძე იურიდიულ კომპანიას 2019 წელს შემოუერთდა. დღეის მდგომარეობით იგი დასაქმებულია უმცროსი იურისტის პოზიციაზე. კომპანიაში დასაქმებამდე, სხვადასხვა დროს, გავლილი აქვს არაერთი სტაჟირების კურსი, მათ შორის: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტსა და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში.

გიორგი ომიაძემ იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2019 წლებში მიიღო. 2019 წლიდან ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

სტუდენტობის პერიოდში მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, სამართლის სკოლასა და სპეციალიზირებულ კურსებში. მათ შორისაა: სტუდენტური კონფერენციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და  სამართლის სკოლები გამართული ელსა თბილისისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟანმონეს კათედრის  მიერ. მას ასევე გავლილი აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერთიფიკაციო კურსი - საავტორო სამართალი.

გიორგი ომიაძის ინტერესის სფეროს განეკუთვნება სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი  და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

იგი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, აქვს რუსული ენის საბაზისო დონის ცოდნა.

სოციალური ქსელები

გიორგი ომიაძე