ასისტენტ პროფესორი , მმართველი პარტნიორი,

ლევან ჯანაშია

ასისტენტ პროფესორი , მმართველი პარტნიორი,

ლევან ჯანაშია

ასისტენტ პროფესორი , მმართველი პარტნიორი,

ლევან ჯანაშია

განათლება: 

ლევან ჯანაშია - 1999-2004 წლებში მიიღო იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2004 წელს წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „არასახელშეკრულებო ვალდებულებები“.

2004 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. სადისერტაციო თემა - კონდიქციური ვალდებულებები საერთო და კონტინენტური სამართლის ქვეყნებში.

სამუშაო გამოცდილება:  2004 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. ამავე პერიოდიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად კს საერთაშორისო იურიდიული ფირმა „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორები“, სპს „გაბისონია და პარტნიორები“, შპს „J & T Consulting“.

2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.

2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.

2015 წლიდან არის იურიდიული კომპანია FLS full legal service -ის  პარტნიორი.

საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე მის წარმოებაში იყო და კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა ათეულობით სასამართლო საქმე. აქვს კლიენტების სასამართლოში, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და მესამე პირებთან წარმომადგენლობის თერთმეტწლიანი გამოცდილება.

საარბიტრაჟო პრაქტიკის მანძილზე განხილული აქვს 2000-ზე მეტი საქმე.

სამუშაო სფერო: ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებები, სანივთო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ბიზნეს სამართალი, საბანკო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, შიდა და საერთაშორისო არბიტრაჟი, მედიაცია.

აკადემიური საქმიანობა: 2004 წლიდან მუშაობს ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სანივთო, სამოქალაქო საპროცესო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართულებით. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის და კვლევის ავტორი.

არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი.

2004 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორი.

2005-2007 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ექსპერტი სახელშეკრულებო და ვალდებულებით სამართალში.

2008-2011 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს კავაკასიის სამართლის სკოლაში.

2011-2013 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს საქართველოს უნივერსიტეტში.

2010 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი, უძღვება ტრენინგ კურსებს პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის ვალდებულებით, სახელშეკრულებო და საპროცესო სამართალში, მედიაციასა და არბიტრაჟზე.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სოციალური ქსელები

ლევან ჯანაშია