ბიოგრაფია
დავით ესებუა ჩვენ გუნდს 2022 წელს შემოუერთდა. ეფ ელ ეს -ში მუშაობის პერიოდში მან სხვადასხვა სასამართლო დავებზე მუშაობის გამოცდილება დააგროვა, როგორც კერძო სამართლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. მონაწილეობას იღებს საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებაში.
დავითს უმუშავია სანივთო, ვალდებულებით, საოჯახო/მემკვიდრეობით, საარბიტრაჟო, სახელშეკრულებო, საკორპორაციო და ადმინისტრაციულ დავებზე. გაუწევია კონსულტაცია და შეუქმნია სამართლებრივი დასკვნები კლიენტების ინტერესების შესაბამისად. მისი საქმიანობიდან განსაკუთრებით გამორჩეულია: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების, ვირტუალური აქტივების მართვის ლიცენზირების, ინ-ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაცია-დონაციის ფარგლებში გაწეული იურიდიული სერვისი.
დავითი, ასევე, მომსახურებას უწევს ერთ-ერთ ჩვენ პარტნიორ კომპანიას და უზრუნველყოფს მის სამართლებრივად გამართულ მუშაობას. ახდენს კლიენტების კონსულტირებას და ხელმძღვანელობს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადების პროცესს, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2021-2022 წლებში დავითი იყო თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თანამშრომელი და ყოველდღიურად მონაწილეობდა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადებასა და საარბიტრაჟო საქმეების გენერირებაში.
დავითს აქვს ადგილობრივ იმიტირებულ პროცესებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება. 2021 წელს მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში დასახელდა მხარის საუკეთესო წარმომადგენლად.
დავითი ამჟამად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
ეფ ელ ეს – ში მუშაობის პერიოდში, დავითმა თავი გამოიჩინა საქმის მიმართ პროფესიონალური და ენერგიული დამოკიდებულებით, რაც მისი აზრით, წარმატების საწინდარია.
განათლება
DEGREES
J.D., Harvard Law School, cum laude, 1978
B.A., Columbia University, cum laude, 2009
პრაქტიკის სფეროები
Climate Changtcts
Real Estate & REITs
Energy
Climate Changtcts
Real Estate & REITs
Energy
Energy & EPC Matters
Climate Changtcts
Energy
Energy & EPC Matters
Transportation
Climate Changtcts
Energy
Energy & EPC Matters