იურიდიული კომპანია FLS full legal service - სადაც ბიზნესი და სამართალი ერთმანეთს ხვდება.
მოგესალმებით იურიდიული კომპანია FLS- ის ვებ გვერდზე. რადგან დაინტერესება გამოხატეთ და ჩვენ ვებ-გვერდს ესტუმრეთ, შევეცდები ძალიან მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ, რაც საბოლოო არჩევანის გაეკეთებაში დაგეხმარებათ.
იურიდიული კომპანია FLS full legal service 2015 წლის აპრილში დაფუძვნდა. ამ მცირე ხნის მანძილზე, ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია.
კომპანიაში დასაქმებული იურისტები, პარტნიორების ხელმძღვანელობით, უნაკლოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ჩვენ ვიცავთ ჩვენი კლინტების ინტერესებს სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ვეხმარებით პრობლემური აქტივების მართვასა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაში. თანამშრომლობის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ბიზნესეთიკა (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესისათვის) ზედმიწევნით არის დაცული კომპანიის თითოეული თანამშრომლის მიერ.
ჩვენი მომსახურება არ არის მხოლოდ იურიდიული მომსხაურება, ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია.
ზემოთ მოყვანილი ტექსტი მცირე ინფორმაციას გაწვდით ჩვენს შესახებ, მაგრამ არ პასუხობს მთავარ კითხვას: რატომ უნდა აირჩიოთ იურიდიული კომპანია FLS ? ვეცდები, ამ კითხვას ძალიან მოკლედ გავცე პასუხი:
- ჩვენთვის თითოეული კლიენტი ძვირფასია;
- ჩვენ არ ვითხოვთ საათობრივ ანაზღაურებასა და გითმობთ ულიმიტო დროს;
- ჩვენი მისია თქვენი წარმატებაა, რადგან ჩვენი კომპანიის მთავარი კაპიტალი, სწორედ , წარმატებული კლიენტებია;
- ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ თქვენს იდეებს;
- ჩვენ თქვენთან ვთანამშრომლობთ საერთო პროგრესისათვის, სწორედ ამიტომ, ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია.
ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები არ არის, თქვენ ამას მაშინვე იგრძნობთ, როგორც კი ესტუმრებით ადგილს, სადაც ბიზნესი და სამართალი ერთმანეთს ხვდება !
პატივისცემით,
მმართველი პარტნიორი
ასოცირებული პროფ. სამართლის დოქტორი
ლაშა ცერცვაძე LLM.MLB.