ურიდიული კომპანია FLS-ის პარტნიორი, ლევან ჯანაშია ბიზნეს დილის გადაცემას -“ეკონომიკა და სამართალი” ესტუმრა
რუბრიკის თემას წარმოადგენდა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტენატიული მექანიზმის, აქტუალური საკითხები.
ლევან ჯანაშიამ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ მედიაცია, ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პროფესიონალი მომლაპარაკებლების მეშვეობით და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მედიაციის მიზანი განსხვავებულია სასამართლოში მიღწეული მორიგების მიზნისგან. მისი თქმით, როგორც წესი, ამ უკანასკნელ შემთხვევაში მთავარია კონკრეტულ (ლოკალურ დავაზე) შეთანხმება, განსხვავებით მედიაციისგან, რომელსაც მეტად კომპლექსური მიზნები გააჩნია და რომლის დროსაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების გამოსწორებას, მათი შერიგებას, თუმცა ეს ,რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შორის მორიგება არ უნდა შედგეს.
ასევე, ლევან ჯანაშიამ ყურადღება გაამახვილა ნებაყოფლობითობაზე, როგორც მედიაციის ერთ-ერთ ქვაკუთხედზე , რომლის თანახმადაც, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მხარეები მედიაციის პროცესში მონაწილეობდნენ საკუთარი ნებით, აქედან გამომდინარე, მათ ნებისმიერ დროს ,როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან, უფლება აქვთ უარი თქვან მედიაციის პროცესზე, ისე რომ ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.
გადაცემის განსახილველ თემას ასევე წარმოადგენდა სავალდებულო და ნებაყოფლობითი მედიაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა ,ასევე სამედიაციო შეთანხმების აღსრულების მექანიზმები
გადაცემის სრულად ნახვა შეგიძლიათ მითითებულ მბულზე: https://www.facebook.com/watch/?v=304345620705627