იურიდიული კომპანია FLS-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ლაშა ცერცვაძე გადაცემას “ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად” ესტუმრა

ლაშა ცერცვაძემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს მოქმედ კანონს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც რომ მოქმედი კანონი არ აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ,როგორებიცაა პარტნიორის საწარმოდან გასვლა და საწარმოდან გარიცხვა, თუმცა ასევე დასძინა , რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს და აწესებს მინორიტარი აქციონერებისათვის უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მიმართ ზეწოლის მექანიზმებს, რომლების მეშვეობითაც შეძლებენ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
გადაცემაში მიწვეულმა სტუმრებმა ასევე ისაუბრეს საწარმოს დირექტორის პასუხისმგებლობასა და საწარმოს პარტნიორის უფლებებსა და მოვალეობებზე,ამავდროულად განიხილეს სასამართლო პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
გადაცემის სრულად ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: https://www.facebook.com/Full.Legal.Service/videos/610287423047369/