იურიდიული ფირმის პარტნიორები ლაშა ცერცვაძე და ლევან ჯანაშია ბიზნეს ფორუმზე სპირეკერბი იყვნენ. ფორუმს 500-ზე მეტი წარმატებული ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

SGBA-Business Summit 2024 იურიდიული კომპანია FLS – Full Legal Service
“SGBA-Business Summit 2024 იძლევა შესაძლებლობას, რომ 500-მდე კომპანიის წარმომადგენელთან გაზიარებული იქნას ინფორმაცია, თუ რა მომსახურებას ვთავაზობთ სხვადასხვა ბიზნესს. იურიდიული კომპანია FLS გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით. შესაბამისად ბიზნესის წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვცვლით ინფორმაციებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაძლიეროთ ერთმანეთი და შევქმნათ სინერგია, რომელიც წარმატების საწინდარია” – ლაშა ცერცვაძე.
იურიდიული კომპანია FLS – ის ბიზნესისათვის კონსულტაციის გაწევისა და დავებში წარმომადგენლობის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უზრუნველყოფს მათ მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხის და შედეგიანობის გარანტიას, ხოლო საქმიანობისას ბიზნეს-ეთიკის ზედმიწევნით დაცვა და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, FLS – თან თანამშრომლობის შემთხვევაში გარანტირებულია ნებისმიერი პირისათვის.