კომპანია, რომელსაც სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას FLS უწევდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იქნა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად

იურიდიული ფირმა FLS-ი აგრძელებს წარმატებულ მომსახურებას საბანკო-საფინანსო სფეროში. კომპანია, რომელსაც სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ჩვენი ფირმა უწევდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იქნა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (Virtual Asset Service Provider).
იურიდიული ფირმა აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო ფონდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების პროცესში, ისევე როგორც უკვე მოქმედი კომპანიების ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობასა და ურთიერთობაში ეროვნულ ბანკთან და არაერთ კომპანიას უწევს კონსულტაციას ამ მიმართულებით.